მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში ახალი, საშიში „ლამბდა“ შტამი ვრცელდება - ჯანმო

ლამბდა შტამი

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, სახიფათო „ლამბდა“ შტამი ვრცელდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ამის შესახებ ჯანმოს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსმა მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

შტამმა მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაიწყო ცირკულირება. მისი ინფორმაციით, შტამი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული.

პირველად „ლამბდა“ შტამი პერუში გავრცელდა. ის ბრაზილიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს და ვირუსის ეს ვარიანტი გავრცელების მაღალი სიჩქარის გამო საშიშ შტამებში შეიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იცავს ამ შტამისგან ადამიანს მსოფლიოში დღეს არსებული ვაქცინები.

„ლამბდა“ შტამი ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, როგორებიცაა ჩილე, პერუ, ეკვადორი და არგენტინა.

ამავე თემაზე:

„აგვისტო იქნება უმძიმესი, ნოემბრის რიცხვები ორ კვირაში დაგვეწევა“ - გიორგი ფხაკაძის ვიდეომიმართვა

„საქართველო რეალურად არის მეოთხე ტალღის ფაზაში“ - ივანე ჩხაიძე

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?

რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი?