მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთა არარატი ალპინისტებისთვის გაიხსნება

არარატს ალპინისტებისთვის გახსნიან

ალპინისტებისთვის არარატის მთა დეკემბერში ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ თურქეთის არეს პროვინციის გუბერნატორმა ოსმან ვეროლმა განაცხადა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.  

როგორც პროვინციის გუბერნატორმა თურქულ მედიას განუცხადა, აქამდე მთაზე ასვლა უკანონოდ ხდებოდა. ახლა კი სპეციალისტებთან ერთად ამ რეგიონის შესწავლა მოხდება მომავალში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის შესასწავლად.

თურქეთის ხელისუფლება არარატის მთასთან სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გეგმავს.