მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღში სომხური მხრიდან 3250 ადამიანი დაიღუპა - ფაშინიანი

ფაშინიანი დაღუპულებზე

სომხური მხრიდან მთიან ყარაბაღში 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 3250 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. 

მისი თქმით, ეს ოფიციალურად დადასტურებული ციფრებია. ფაშინიანმა ამის შესახებ არაგაცის რაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ საკმაოდ ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია არსებობს, მაგრამ მათი ადგილსამყოფელის შესახებ დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. „ბოლო თვეებში ჩვენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიიდან 10 ადამიანი აღმოვაჩინეთ და რამდენიმე მათგანი აეროპორტში, სომხეთიდან გაფრენის მცდელობის დროს ვიპოვეთ“ - განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განცხადებები, თითქოს სომხეთის მხრიდან სამჯერ და ოთხჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, პოლიტიკური მანიპულაციებია. „რაც დავკარგეთ, ესეც ძალიან ბევრია“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.