უცხოეთი

„მწყურია!“ ირანში წყლის პრობლემების გამო საპროტესტო აქციები დაიწყო - არიან დაღუპულები (ვიდეო)

პროტესტი ირანში
1627030562
დაკოპირებულია

ირანში მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც წყლის მწვავე დეფიციტმა გამოიწვია. ამის შესახებ BBC იუწყება.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან სასმელი წყლით უზრუნველყოფას მოითხოვს. ირანში ამჟამად ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გვალვა ფიქსირდება. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია 4 დაღუპულის შესახებ. ხელისუფლება ამ ფაქტს „შეიარაღებულ დაჯგუფებებს“ აბრალებს. ოპოზიცია კი უსაფრთხოების ძალებს.

ყველაზე მასიური საპროტესტო აქციები ჰუზესტანის პროვინციაში მიმდინარეობს, სადაც წყალი 700-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება. იქ არაბული სუნიტური უმცირესობა ცხოვრობს, რომელიც შიიტურ ირანზე დისკრიმინაციაზე მიუთითებს.

დემონსტრანტები სკანდირებენ „მწყურია“, იგივე ჰეშტეგი სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება. „რატომ გვესვრით? ჩვენ ხომ წყალს და მიწას არ გართმევთ“ - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანებს, ვისაც 50-გრადუსიან სიცხეში წყალი არა აქვთ, პროტესტის უფლება გააჩნიათ,. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მოუწოდა მოსახლეობას, რომ „მტრის წისქვილზე წყალს ნუ ასხამენ“. მან ასევე დაამატა, რომ ჰუზესტანის პროვინციაში 500 ტონა წყალი უკვე გააგზავნეს და ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ესხაკ ჯაჰანგირი ჩავა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ირანში წელს ნალექის რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 2.5-ჯერ შემცირდა. ამის გამო ზარალდება სოფლის მეურნეობა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურები წყლის ნაკლებობის გამო სრული სიმძლავრით ვერ მუშაობს.

გერმანიაში არჩევნები
მიმდინარეობს

არჩევნები გერმანიაში - მოსახლეობა კანცლე...

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით ხდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“ დაათვალიერა.

1632645341

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

1632643975

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1632640624

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.

1632639832
გიორგი ტყემალაძე
წინასაარჩევნო შეხვედრებს
განაგრძობს

გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს გან...

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს ბატონი მელია რასაც იმსახურებს პარლ...

ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე TV პირველის გადაცემაში ისაუბრა.

1632595998
ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ჩემ...

ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

„უნდა შეწყდეს პირადი ინფორმაციის გასაჯარ...

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.