მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს სამიტზე უკრაინის, საქართველოს, ბელარუსის საკითხებს განვიხილავთ - მერკელი

მერკელი ნატოს სამიტის შესახებ

„ნატოს სამიტზე უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ალიანსის თანამშრომლობაზე ვისაუბრებთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, ასევე განვიხილავთ ბელარუსში არსებულ სიტუაციას, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება“, - ამის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განუცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა" ავრცელებს.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ სამიტზე დატვირთული დღის წესრიგი იქნება, რომელიც ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და დღეს არსებულ გამოწვევებს შეეხება.

„განხილული იქნება რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერშეტევები და ჩინეთის გაძლიერება“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 14 ივნისს გაიხსნა, მას ნატოს 30 წევრი ქვეყნის ლიდერი ესწრება. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრება ჯო ბაიდენი.