მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში სავალდებულო ხდება

ამერიკის შეერთებული შტატები

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

„დახურულ სივრცეში საქმიანობისთვის, მათ შორის რესტორნებსა და სპორტულ დარბაზებში შესასვლელად, ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენა გახდება საჭირო“, - განაცხადა ქალაქ ნიუ-იორკის მერმა.

განკარგულება 16 აგვისტოს შევა ძალაში და 13 სექტემბრისთვის სრულად ამოქმედდება.

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ქალაქ ნიუ-იორკში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იმატა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის მკაფიოდ განცხადება, რომ თუ ვაქცინირებული ხარ, სარგებელს ყველანაირად მიიღებ. უკეთესი ცხოვრება გექნებათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, თქვენ მონაწილეობას ბევრ რამეში მიიღებთ. თუ არ ხართ ვაქცინირებული, სულ უფრო და უფრო ნაკლები რამ იქნება, რის გაკეთებასაც შეძლებთ“, - აღნიშნა ბილ დე ბლაზიომ.

ქალაქის მერის თქმით, ეს ვალდებულება წაახალისებს იმუნიზაციას და ხელს შეუშლის „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას.

ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს Key to NYC Pass-ი ეწოდება. ის იქნება ბარათის სახით, ან ვაქცინაციის მოწმობის ატვირთვა მოქალაქეებს სპეციალურ აპლიკაციაზე შეეძლებათ.