უცხოეთი

ნორვეგიაში თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

ნორვეგიაში თავდასხმა
ტერაქტია
1634218653
დაკოპირებულია

ნორვეგიის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ტერორისტული აქტი იყო. ამის შესახებ BBC იუწყება.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 37 წლის თავდამსხმელმა მშვილდით სროლა ქალაქ კუნსბეგრში დაიწყო. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ამ თავდამსხმელი ცოტა ხსნის წინ ისლამური რელიგიის მიმდევარი გახდა. ის სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვედრილა, რადგანაც პოლიციამ რადიკალიზმის ნიშნები დააფიქსირა. პოლიციის ინფორმაციით, ამჟამად ნორვეგიაში „ტერორისტული საფრთხე საშუალო დონეზეა“. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ის ნახევრად ნორვეგიელი, ნახევრად დანიელია. ტერორისტის ვინაობა არ სახელდება.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ქუჩაში შემთხვევით გამვლელებს ისრებს ესროდა. თავდაპირველად კი მან სროლა სუპერმარკეტში დაიწყო. მშვილდი ნორვეგიაში აკრძალულ იარაღად არ ითვლება, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ სპეციალურ სასროლეთზეა ნებადართული.

კუნკსბერგში მომხდარი ტერაქტი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც ნორვეგიელმა ულტრამემარჯვენე რადიკალმა ანდრეს ბრეივიკმა კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი, ძირითადად მოზარდები მოკლა. ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გაგრძელებული იქნება.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.