მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაკისტანში მაღაროში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

მაღაროში აფეთქება პაკისტანში

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების დროს მაღაროში 8 ადამიანი იმყოფებოდა. ორის გადარჩენა მოხერხდა. მათ ამოყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა.

აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. ამჟამად მაღაროში მუშაობა გაჩერებულია და უბედური შემთხვევის ყველა დეტალის გამოძიება ჩატარდება.

პაკისტანის მაღაროებში და სამთო-მომპოვებელ საწარმოებში უბედური შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება. უსაფრთხოების სტანდარტები იქ ძალზე დაბალ დონეზეა.