მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პესკოვი: რუსეთს აზერბაიჯანთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და სომხეთთანაც

პესკოვი სომხებსა და აზერებზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს აზერბაიჯანთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და სომხეთთანაც. ამის შესახებ tass.ru იუწყება. 

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაში პირადი წვლილი შეიტანა.

„აზერბაიჯანთან სანდო ურთიერთობები გვაქვს. ის მრავალ ასპექტს ეფუძნება და ურთიერთ სასარგებლოა. სომხეთთანაც კარგი ურთიერთობები გვაქვს. სომხეთს და რუსეთს ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობენ, რასაც ერევნისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით" - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. 9 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, ხოლო მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ.