მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად ფაიზერი ევროპის წამლების სააგენტოს მიმართავს

ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს მიმართა

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დადებითი პასუხის შემთხვევაში ფაიზერი პირველი კომპანია იქნება, რომელსაც ამ ასაკობრივ კატეგორიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების უფლება ექნება.

ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი პრეპარატის სახელწოდებაა Comirnaty. მისი ტესტირება 2200 ბავშვზე ჩატარდა, რომელთა ასაკი 6-დან 11 წლამდე შეადგენდა. ბავშვებისთვის ვაქცინის დოზა სტანდარტულზე მცირეა. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმუნური პასუხი საკმაოდ ძლიერი იყო.

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური განაცხადი ფაიზერმა აშშ-ის საკვებ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ზედამხედველობის სამმართველოში შეიტანა. ასევე, ის უახლოეს დღეებში სხვა საზედამხედველო ორგანოებსაც მიმართავს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 აშშ-ში 8 ნოემბრიდან ფაიზერით, ასტრაზენეკით, ასევე სინოფარმით და სინოვაკით აცრილი პირები ჩასვლას შეძლებენ