მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი მზადაა საკუთარი შვილი აზერბაიჯანს ტყვეებში გაუცვალოს

ფაშინიანი შვილთან ერთად

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ელი ნიკოლ ფაშინიანი მზადაა აზერბაიჯანს საკუთარი ვაჟი ტყვეებში გაუცვალოს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

„მე ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ჩემს შვილს ვუცვლი ყველა სამხედრო ტყვეში”, - განაცხადა ფაშინიანმა ქალაქ აპარანის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

ფაშინიანმა ამ წინადადებით სომხეთის მოქმედ პრეზიდენტს სერჟ სარქსიანს მიმართა და განუცხადა, რომ თანახმაა ამ მიმართულებით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს სააგენტო „არმენპრესმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის გეგარკუნიკის ოლქში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც მათ აზერბაიჯანელებმა ალყა შემოარტყეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.