მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: სამწუხაროდ ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა. 

„ჩვენ შევძელით ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა, მაგრამ ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც არ წყდება. ერთ-ერთი მათგანია მთიანი ყარაბაღის სტატუსი. სომხეთი მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. სამწუხაროდ, დღეს ვერ შევძელით პატიმრების საკითხის მოგვარება, რაც ყველაზე მგრძნობიარე და მტკივნეული საკითხია. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი განცხადების მე -8 პუნქტი სრულად არ არის შესრულებული. იმედი მაქვს, რომ მოკლე დროში შევძლებთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღწევას”, - განაცხადა ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. მას შემდეგ რეგიონში რამდენიმე ლოკალური შეტაკების გარდა მასშტაბური ბრძოლა არ მომხდარა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑ალიევმა, პუტინმა და ფაშინიანმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

🛑ალიევი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა, მომავალზე უნდა ვიფიქროთ