მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთსა  და ლიტვაში რომან პროტასევიჩის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

პოლონეთსა  და ლიტვაში რომან პროტასევიჩის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

პოლონეთსა და ლიტვაში ასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო გამოსვლებისთვის, მეზობელ ბელარუსში ოპოზიციის მხარდაჭერისთვის.

აქციის მონაწილეები, დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას განთავისუფლებას ითხოვენ.

პროტესტი გაიმართა ასევე აშშ-სა და ავსტრალიაში.

„მე მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას და აშშ-ს, დაგვეხმარონ “, - განაცხადა პროტესევიჩის დედამ, ნატალიამ, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ მიტინგზე.

„ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი რწმენა“, - დასძინა მამამისმა, დიმიტრიმ.

აქციის მონაწილეებს ხელში დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას ფოტოები ეკავათ.

„მე მჯერა, რომ ძალიან მალე მოხდება ცვლილებები, იქნება ახალი არჩევნები, რადგან სხვა გზა არ არის“ - განუცხადა სვეტლანა ციხანოვსკაიამ დედაქალაქ ვილნიუსში შეკრებილ ხალხს. „ბელორუსი არ დათმობს“.

ცნობისთვის, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, იძულების წესით მინსკის აეროპორტში დასვეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი პოლიციამ დააკავა. მას რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენეს, მათ შორის მასობრივი არეულობის მომზადება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ასევე სოციალური შუღლის გაღვივება. პროტასევიჩს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეორე დღეს ევროკავშირმა ბელორუსულ თვითმფრინავებს ორგანიზაციის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა. ასევე ბელარუსის წინააღმდეგ სხვა სანქციების დაწესებაც იგეგმება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ევროპის ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის კავშირმა ბელარუსს უფლებამოსილება შეუჩერა

👉 მინსკის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმის ფაქტს FBI გამოიძიებს

👉 ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის მშობლები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ ბელარუსის წინააღმდეგ მეტი სანქციები დააწესონ