უცხოეთი

პოლიციელზე თავდასხმისთვის პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ქართველი
დააკავეს
1634115661
დაკოპირებულია

სახელმწიფო საზღვარზე არალეგალების გადაყვანის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ sokolka.policja.gov.pl იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიციამ ბელარუსის საზღვრის მახლობლად შესამოწმებლად მიკროავტობუსის გაჩერება სცადა. ავტობუსის მძღოლი პოლიციელთა მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. ამ დროს მან სატრანსპორტო საშუალება ერთ-ერთ პოლიციელს დააჯახა. შემდეგ მეორე პოლიციელმა მინივენის მიმართულებით ცეცხლი გახსნა და ის გაჩერდა.

მძღოლის დაკავების დროს, რომელიც საქართველოს 42 წლის მოქალაქე აღმოჩნდა, მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და სამართალდამცველებმა ელექტროშოკერი გამოიყენეს. შემოწმების შემდეგ პოლიციელებმა აღმოაჩინეს, რომ მიკროავტობუსში ერაყის და თურქეთის 12 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც პოლონეთში არალეგალურად მოხვდნენ.

დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოს მოქალაქე დაკავებულია. სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციელზე თავდასხმისთვის და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ხელშეწყობისთვის მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

1635316925

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

1635316663

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1635316080
სახელმწიფოს ფინანსური
მხარდაჭერით, კახეთის
რეგიონში ყურძნის
გადამმუშავებელი კიდევ
ერთი კოოპერაციული
საწარმო შეიქმნა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში ყუ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტ...

„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.