უცხოეთი

პორტუგალიაში შეზღუდვების მოხსნა იწყება

პორტუგალიაში შეზღუდვები
უქმდება
1627632740
დაკოპირებულია

პორტუგალიაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იწყება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის მიმდინარეობის პარალელურად მიიღო. ზაფხულის ბოლომდე პორტუგალიაში 70% იქნება ვაქცინირებული. ოქტომბრისთვის კი ზრდასრული მოსახლეობის 85% იქნება აცრილი.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ ამას „სრული თავისუფლებისთვის გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

რეგულაციების შემსუბუქება სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე გაუქმდება კომენდანტის საათი, მოიხსნება შეზღუდვები რესტორნების, მაღაზიების და კულტურული დაწესებულებების მუშაობაზე,

სახლიდან მუშაობის რეგულაცია უქმდება და მხოლოდ რეკომენდაცია დარჩება. სექტემბრიდან ღია სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. დახურულ სივრცეში ეს წესი კვლავ შენარჩუნდება. ამასთანავე შენობაში არსებული ადამიანების რაოდენობა 66%-დან 75%-მდე გაიზრდება. ბარები და დისკოთეკები, რომლებიც 16 თვის წინ დაიხურა, ოქტომბერში გაიხსნება.

პორტუგალიაში შეზღუდვები მიმდინარე წლის თებერვალში დაწესდა. მაშინ პორტუგალია კორონავირუსი ახალი შემთხვევების მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი იყო. ახლა პორტუგალიაში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, დომინანტურია დელტა, ანუ ინდური შტამი.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ჯო ბაიდენის ინიციატივით ვაქცინირებულ პირებს 100 აშშ დოლარს გადაუხდიან

🔅 კორონავირუსის ტესტი გერმანიაში ნებისმიერი ტრანსპორტით შესასვლელად სავალდებულო გახდება

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410
ახალქალაქში საწყისი
საბრძოლო მომზადების
ცენტრის იუბილეზე
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი
დადეს

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრ...

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.