მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტი ბაიდენი გამოცდილი პირია“ - პუტინი

პუტინი პრეკონფერენციაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თეთრი სახლის ლიდერთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ძალიან გამოცდილი პირია.

კრემლის ლიდერმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის ინიციატივა ჯო ბაიდენმა გამოთქვა და ისიც დასთანხმდა.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენთან დისკუსია კონსტრუქციული იყო.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ადამიანის უფლებებზე და იმ პირებზე ისაუბრა, რომელიც მათთვის ინტერესის საგანია. რაც შეეხება მკაცრ გამონათქვამებს, ეს ყველამ მოვისმინეთ, ჩვენ შორის შედგა სატელეფონო საუბარი, მანვე შემომთავაზა შეხვედრა, ეს იყო მისი ინიციატივა და ჩვენ შევხვდით. აქვე განვმეორდები, რომ ჩვენი დისკუსია კონსტრუქციული იყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არის ძალიან გამოცდილი პირი.

ჩვენ ფაქტობრივად 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა ყველა ლიდერთან ასეთი დეტალური საუბარი არ მიმდინარეობს. თუკი გაიხსენებთ მისმა წინამორბედმა ეს შემოთავაზება უარყო. მან პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებული პასუხი მოგვცა.

საერთო ჯამში რაც ჩვენს ქვეყნებში ვითარდება როგორც მთავრობა ასევე პირველი პირები არიან პასუხისმგებლები. თუ კი შევხედავთ ამერიკის ქუჩებში ყოველ დღე ვიღაცას კლავენ, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებსაც, სიტყვის თქმასაც ვერ მოასწრებ უკვე ვიღაცა ისვრის ან ვიღაცას ზურგში ესვრიან“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ინფორმაციისთვის, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პუტინმა შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ არანაირი მტრული დამოკიდებულება არ ყოფილა.