მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო (ვიდეო)

აქცია რუსეთში

მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელებში შესაბამის ვიდეოებს ავრცელებენ. 

აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.

რუსეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აქციები არასანქცირებულია და მათი მონაწილეების წინააღმდეგ მკაცრი ზომები იქნება მიღებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ უკვე დააკავა.

ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. რუსეთში ალექსეი ნავალნი ძებნილია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ. დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა დაარღვია პირობითი წესი „ივ როშეს საქმეში“, რადგანაც არ დარეგისტრირდა რუსულ ინსპექციაში, გერმანიის კლინიკიდან გაწერის შემდეგ. ნავალნის გათავისუფლებისკენ რუსეთს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ჩარლზ მიშელმა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔰 კრემლი ნავალნის 13 წლით ციხეში ჩასმას გეგმავს - Bloomberg

🔰 ბაიდენმა აშშ-ის დაზვერვას ნავალნის მოწამვლის შესწავლა დაავალა