მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: იმედი მაქვს, აღარ გამოვიყენებთ ფრაზას „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი“

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას მთიანი ყარაბაღის უწყებათაშორისი ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის შექმნის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთვებიან მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრში.

თავდაცვის სამინისტროს კი გადაეცემა ორგანიზაციული საკითხები.

ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სიტყვა „კონფლიქტი“ აღარ იქნება გამოყენებული მთიანი ყარაბაღის ვითარების აღსაწერად

„იმედი მაქვს, რომ აღარ გამოვიყენებთ ამ ფრაზას, „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი“ და სხვა საკითხებზეც განვიხილავთ მალე”, - თქვა პუტინმა ჰუმანიტარული საკითხების შესახებ.

აგრეთვე პუტინმა განაცხადა, რომ საჭირო იქნება დამატებითი დახმარება მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.