მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა

პუტინი და ასადი

ვლადიმერ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პუტინმა ასადს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სირიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ტერორისტებმა მიიღეს ძალიან სერიოზული ზიანი და სირიის მთავრობა, თქვენი მეთაურობით, აკონტროლებს ტერიტორიების 90% -ს“, - აღნიშნული განცხადება პუტინმა შეხვედრისას გააკეთა.

უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის მხარდაჭერა დაეხმარება ასადს დაიბრუნოს ტერიტორიები.

ბაშარ ასადმა რომლის ბოლო შეხვედრა მოსკოვში პუტინთან 2015 წელს შედგა, მადლობა გადაუხადა რუსეთის ლიდერს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის და „ტერორიზმის გავრცელების“ შესაჩერებლად მიმართული ძალისხმევისთვის. მან ასევე „ანტიჰუმანური“ და „არალეგიტიმური“ უწოდა სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.