მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: მობილური არ მაქვს

პუტინს მობილური არა აქვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მობილური ტელეფონი არა აქვს. ამის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ტელეწამყვანმა პუტინს უთხრა, რომ მისი მობილური ოფიციალურ ღონისძიებებზე არ რეკავს. შეკითხვა უკავშირდებოდა ვლადიმერ პუტინის და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ბოლო შეხვედრის დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც მერკელს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინს მობილური ტელეფონი არ აქვს და თუ დარეკვა სჭირდება, ტელეფონს თანაშემწე აძლევს. თავად პუტინი ამბობს, რომ ის სმარტფონს არ იყენებს, რადგანაც ბევრად უფრო მოსახერხებელია „სპეცკავშირის ყურმილის აღება და მას ნებისმიერ აბონენტთან დააკავშირებენ“.

პუტინის გარდა, მობილური ტელეფონით ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკოც არ სარგებლობს. ლუკაშენკო ამას „უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ უკავშირებს.