მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვდა საკითხები, რომელიც უმაღლეს დონეზე შეხვედრას საჭიროებდა

პუტინი-ბაიდენის შეხვედრა

აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე მოკლე განცხადებები გააკეთეს.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში დაგროვდა საკითხები, რომლებიც უმაღლეს დონეზე შეხვედრას საჭიროებდა.

„დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო ამ შეხვედრისთვის. ვიცი, რომ თქვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გაქვთ. რუსეთ-ამერიკის ხანგრძლივ ურთიერთობებში დაგროვდა ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროებდა უმაღლეს დონეზე შეხვედრას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ჯო ბაიდენის თქმით, მხარეები დააზუსტებენ საკითხებს, რომლებზეც მათი პოზიციები განსხვავდება, რათა შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

„პირისპირ შეხვედრა საუკეთესო ვარიანტია. ვცდილობთ, დავადგინოთ, რომელი საკითხებია ისეთი, სადაც ჩვენი პოზიციები ემთხვევა და რომელია საკითხები, სადაც ჩვენი პოზიციები განსხვავებულია. სადაც განსხვავებები გვაქვს, ის საკითხები უნდა განვიხილოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერები განცხადებებს ცალ-ცალკე გააკეთებენ.