მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ღია ცის ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლას ხელი მოაწერა

პუტინმა დენონსაციას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ღია ცის შესახებ ხელშეკრულების დენონსაციის კანონს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

19 მაისს დენონსაციას რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა. რამდენიმე დღეში ის ფედერაციის საბჭომაც დაამტკიცა.

რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონის პოზიციით ხსნის, რომელიც ღია ცის ხელშეკრულებიდან გასული წლის ნოემბერში გავიდა. აშშ-ის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ მოსკოვი ხელშეკრულების პუნქტებს არღვევს.

ცნობისთვის, ღია ცის შესახებ ხელშეკრულება მის მონაწილე მხარეებს სხვა ქვეყნების ტერიტორიის თავზე ფრენის და სამხედრო საქმიანობაზე დაკვირვების უფლებას აძლევს. ამასთანავე, არსებობს ამ დაკვირვებაზე გარკვეული კვოტები, მოქმედებს შეზღუდვები თვითმფრინავის ტიპის და სადამკვირვებლო აპარატურის მიმართ.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსი დეპუტატები ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების ფორმის აკრძალვას მოითხოვენ