მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინს და მე საერთო პასუხისმგებლობა გვაქვს, ვმართოთ ურთიერთობები ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის“ - ბაიდენი

ბაიდენის პოპულარობის რეიტინგი

„პუტინს და მე გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვმართოთ ურთიერთობები ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის, უნდა შეგვეძლოს თანამშრომლობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, რუსეთმა და ამერიკამ საერთო საკითხებზე თანამშრომლობა უნდა შეძლონ.

„ბატონ პუტინს ესმის რატომ ვამბობ და რას ვამბობ და რატომ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. როგორი რეაგირება გვექნება კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს. ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკა არ არის რუსეთის წინააღმდეგ ან ვინმეს პიროვნულად, ამერიკა მოქმედებს ამერიკის ხალხისთვის, იბრძვის კოვიდპანდემიის წინააღმდეგ, ეკონომიკის აღდგენისათვის.

ვმუშაობთ ალიანსის წევრ ქვეყნებთან, ჩვენს მეგობრებთან, რომ დავიცვათ ამერიკელი ხალხი. ეს ჩემი ვალდებულებაა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის. ასევე, ვუთხარი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ვერ შეინარჩუნებს ამერიკელი ხალხის რწმენას თუკი არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც ყველა ჩვენს მოქალაქეს აქვს. ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე, ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ადამიანის უფლებები არის შელახული“, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა.

ინფორმაციისთვის, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პუტინმა შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ არანაირი მტრული დამოკიდებულება არ ყოფილა.