მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინთან შეხვედრაზე არ ჩაგეძინოს - ტრამპი ბაიდენს მიმართავს

ტრამპი ბაიდენს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე მიმართავს და წარმატებას უსურვებს. „პუტინთან ურთიერთობებში წარმატებებს გისურვებ. არ ჩაგეძინოს შეხვედრისას და თუ შეიძლება, მას ჩემი თბილი სურვილები გადაეცი,“ - წერს ტრამპი. ამის შესახებ nypost.com იუწყება.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ბაიდენს „მძინარა ჯო“ უწოდა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

ტრამპის ეს ნახევრად ხუმრობით გაკეთებული განცხადება ბაიდენის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის შეხვედრას მოჰყვა, როდესაც მხარეებმა ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს, ხოლო ბაიდენმა ჯონსონს ახალი ველოსიპედიც კი აჩუქა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას პუტინთან კარგი და პროდუქტიული ურთიერთობები ჰქონდა. „ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მათ შორის პუტინის და რუსეთის მხრიდან პატივისცემას“ - წერს ტრამპი.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს უნდა გაიმართოს, ჯერჯერობით უცნობია, გამართავენ თუ არა ლიდერები შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას.