მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს - თეთრი სახლი

ბაიდენის პრესკონფერენცია

აშშ-ის პრეზიდენტო ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას მარტო გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. „ეს ყველაზე მისაღები ფორმატია თავისუფალ პრესასთან შესახვედრად. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ღია და პირდაპირი იქნება“ - აცხადებენ თეთრ სახლში. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში, XVIII საუკუნის ვილაზე შეხვდებიან . შეხვედრაზე ბირთვულ იარაღზე, კრემლის და თეთრი სახლის ურთიერთობებზე და სხვა საკითხებზე იქნება საუბარი.

პუტინმა დღეს ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა. ბაიდენმა მაშინ პუტინს „მკვლელი" უწოდა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მას ეს საერთოდ არ აღელვებს, რადგანაც მას ათობით მსგავსი ბრალდება მოუსმენია“.

პუტინმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სხვადასხვა კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე, რაშიც რუსეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს ადანაშაულებენ. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ამის უკან არ დგას და ის ბაიდენს კიბერსამყაროზე შეთანხმების მიღწევას სთავაზობს. პუტინმა ასევე უარყო Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთი ირანს სადაზვერვო თანამგზავრს გადასცემს, რომლის მეშვეობით ის ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე თვალთვალს შეძლებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 აშშ-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო წლებში - პუტინი