მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინთან შესახვედრად მზად ვარ, მაგრამ ეს მის გარემოცვას არ სურს“ - ზელენსკი

პუტინი და ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, მაგრამ რუსეთის ლიდერის გარემოცვას ეს არ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. მჯერა, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. მე მინდა შევხვდე რუსეთის პრეზიდენტს. თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გარემოცვას არ სურს შეხვედრა tete-a-tete ფორმატში ჩატარდეს, რადგან ამ შეხვედრამ შეიძლება მოულოდნელი შედეგი მოიტანოს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრუსკავეცში გამართულ ბრიფინგზე.

ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ მზად არის ასევე ნორმანდიის ან სხვა ფორმატში შეხვედრისთვის.

„პრინციპში, დღეს ყველანაირი შეხვედრისთვის მზად ვარ. მჯერა, რომ ნებისმიერი დონის შეხვედრა დაეხმარება უკრაინას, დონბასისა და ყირიმის საკითხის მოგვარებაში“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ვლადიმერ პუტინი დონბასში შეხვედრაზე მიიწვია, სადაც ომი მიმდინარეობს. თავის მხრივ, რუსულმა მხარემ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა.