მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის რუსეთი Bloomberg-ისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

რუსეთი Bloomberg-ისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

აშშ-ში რუსეთის საელჩო საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს. ამის შესახებ დიპლომატიური მისიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ვეყრდნობით რედაქციის წესიერებას. მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ პროფესიონალიზმი და ობიექტურობა, განათავსოთ ნდობის რეალური მაჩვენებელი და მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის თქვენი აუდიტორიის წინაშე ბოდიშ მოიხადოთ “, - აღნიშნულია აშშ-ში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ „ამჯერად მაქინაციის ობიექტი პრეზიდენტ პუტინის რეიტინგი“ გახდა.

„საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ რუსულ ცენტრში გამოქვეყნებულია გრაფიკი, რომლის თანახმად მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს. Bloomberg-ის რედაქცია აგრძელებს სრული უპატივისცემლობის დემოსნტრირებას საკუთარი მკითხველების წინაშე. ალბათ, იმედი აქვს, რომ ისინი არ გადაამოწმებენ პირველ წყაროს და არ იპოვიან ნდობის რეალურ მაჩვენებელს, რომელიც 67,9%-ია“, - განმარტავს აშშ-ში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობა.