მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთ-ბელარუსის ერთიანი სახელმწიფო უკრაინის უსაფრთხოებას ემუქრება - ზელენსკი

ზელენსკი ბელარუსზე

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-ბელარუსის „ერთიანი სახელმწიფოს" პროექტი მისი რეალიზების შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოებას ემუქრება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ზელენსკის თქმით, ორი ქვეყნის ფაქტობრივი გაერთიანება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებს და ეს უკრაინაზე სერიოზულ ზეწოლას მოახდენს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი და ბელარუსი მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათ ამ თანამშრომლობაში შეიძლება თავდაცვის პუნქტიც ჩადონ და ჩვენზე სერიოზული ზეწოლა განახორციელონ“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთ-ბელარუსის ერთიანი სახელმწიფოს ხელშეკრულებას 1999 წლის 8 დეკემბერს მოეწერა ხელი. ის 2000 წლის 26 იანვარს შევიდა ძალაში. 2019 წლის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთიან სახელმწიფოში ბელარუსის კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციის ხელშეკრულებას.