მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი აშშ-ში ელჩს აბრუნებს

რუსეთის საელჩო აშშ-ში

აშშ-ისა და რუსეთის შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში ბრუნდება. ინფორმაციას „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ანტონოვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, მისი მოლოდინები პოზიტიურია და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში ამერიკელ კოლეგებთან დაგეგმილი შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ელჩების დაბრუნების საკითხი პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე გადაწყდა.

ინფორმაციისთვის, მოსკოვმა ანტონოვი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გაიწვია, რაც ჯო ბაიდენმა რუს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ალექსეი ნავალნის საქმეზე ხმას ავიმაღლებთ “ - ბაიდენი

⭕ „არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ - პუტინი ბაიდენთან შეხვედრაზე

⭕ „ბაიდენმა მსოფლიოს დაანახა, რა განსხვავებაა აშშ-სა და რუსეთს ანუ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის“ - ზაქარეიშვილი