მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი ძალას გამოიყენებს ყველგან, სადაც უნდა, განსაკუთრებით ნატო-ს არაწევრი ქვეყნების წინააღმდეგ“ - გენერალი ჰოჯესი

ამერიკელი  გენერალი ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ რუსეთი ყველგან გამოიყენებს ძალას სადაც უნდა, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ნატო-ს წევრი არ არიან. 

ბენ ჰოჯესის თქმით, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ კრემლზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.

„რა თქმა უნდა კრემლის ძალიან აგრესიულმა და პროვოკაციულმა ქმედებებმა ყველას უნდა შეახსენოს, რომ რუსეთის პატივს მხოლოდ ძალას სცემს. ის გამოიყენებს ძალას, ყველგან სადაც უნდა, განსაკუთრებით ნატო-ს არაწევრი ქვეყნების წინააღმდეგ როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან და რასაც კვლავ აკეთებს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის შეხსენება თუ ვინ არის რუსეთი.

ვფიქრობ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ კრემლზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, რომ მან პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს.

გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ გავიგოთ რა არის კრემლის განზრახვა, რის გაკეთებას აპირებს მოსკოვი. მათ ყველაფერი აქვთ ადგილზე, რომ სერიოზული პრობლემები გამოიწვიონ, თუმცა ჩემი განცდა ასეთია, რომ რუსეთი უკრაინის პროვოცირებას ცდილობს. კრემლს უნდა, რომ უკრაინა პროვოკაციაზე წამოაგოს და ამის შემდეგ იმოქმედოს. არავინ უნდა დაიჯეროს რუსული ნარატივი, რომ პროვოკაციები უკრაინული მხრიდან მოდის“, - განაცხადა ჰოჯესმა „რუსთავი 2“ -თან საუბარში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „რუსეთს უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“ - გენერალი ბენ ჰოჯესი