მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი „ღია ცის შეთანხმებას“ დეკემბერში დატოვებს

სასწავლო პროცესის შეწყვეტა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სენატორებმა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლას მხარი დაუჭირეს.

აღნიშნული დოკუმენტი წარადგინა გრიგორი კარასინმა, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სენატორის აზრით, ღია ცის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც 1992 წლის მარტში გაფორმდა ჰელსინკიში, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ეფექტური მექანიზმი ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

შეთანხმებიდან გასვლის შესახებ კანონი რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.

რუსეთი შეთანხმებას საბოლოოდ დეკემბერში დატოვებს.

2020 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა დატოვა ხელშეკრულება და განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებაში დაბრუნებას აღარ აპირებს.

„რუსეთმა წამოაყენა კონკრეტული წინადადებები ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პარტნიორები არ იყვნენ მზად საპასუხო ნაბიჯებისთვის და ასევე ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფის მოთხოვნიდან გამომდინარე, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ “, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ცნობისთვის, შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.