მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ირანისთვის თანამედროვე ჯაშუში თანამგზავრის მიყიდვას გეგმავს

რუსული ჯაშუში თანამგზავრი

რუსეთის ფედერაცია ირანისთვის თანამედროვე ჯაშუში თანამგზავრის, Kanopus V-ს მიყიდვას გეგმავს. ამის შესახებ The Washington Post-ზე დაყრდნობით Deutche Welle იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, Kanopus-V მაღალი გარჩევადობის კამერით არის აღჭურვილი. ის ირანის შეიარაღებული ძალების პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მისი მეშვეობით ირანი ისრაელის ობიექტებისთვის და სპარსეთის ყურეში ამერიკული და ერაყული ჯარების გადაადგილებისთვის ფოტოების გადაღებას შეძლებს. თანამგზავრს რუსეთის ტერიტორიიდან რამდენიმე თვეში გაუშვებენ. ოფიციალურად Kanopus-V სამოქალაქო დანიშნულების თანამგზავრია, მაგრამ მის შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებაში ირანია შეიარაღებულმა ძალების და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.