მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა - რუსი ჟურნალისტი

მიხეილ კოჟუხოვი

„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.

კოჟუხოვმა ეს პოსტი საქართველოში ვიზიტის შეფასებისას გამოაქვეყნა. „ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. ჩვენმა წინაპრებმა საქართველოსთვის უფრო მეტი კარგი გააკეთეს, ვიდრე ცუდი, ხოლო ქართველებმა მათ მადლობა გადაუხადეს და რუსეთის მიერ წარმოებული ომის ველზე სისხლი არაერთხელ დაღვარეს“ - წერს კოჟუხოვი.

კოჟუხოვი ტელევიზიაში მუშაობამდე ავღანეთში „კომსომოლსკაია პრავდას“ საკუთრი კორესპონდენტი იყო, ლათინურ ამერიკაში „იზვესტიას“ ჟურნალისტი და საკუთარ თავს ამ რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ თვლის. 1990-იანი წლების ბოლოს მიხეილ კოჟუხოვი რამდენიმე თვე ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი იყო, რომელიც მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოსთან დაკავშირებით კოჟუხოვის ამ მოსაზრებამ მის ტელეგრამ-არხზე დიდი აჟიოტაჟი და მწვავე დისკუსია გამოიწვია. მომხმარებელთა დიდი ნაწილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაში სწორედ თბილისს ადანაშაულებენ.