მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთსა და ეგვიპტის კურორტებს შორის ავიამიმოსვლა აღდგება

ავიამიმოსვლა რუსეთშა და ეგვიპტეს შორის

რუსეთიდან ეგვიპტის კურორტების, ჰურგადასა და შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით 9 აგვისტოდან ფრენა განახლდება. ამის შესახებ lenta.ru იუწყება.

კურორტების მიმართულებით ფრენა კვირაში ხუთჯერ შესრულდება. მოგვიანებით რეისების რაოდენობის გაზრდა არ არის გამორიცხული. მოლაპარაკებისთვის ეგვიპტეში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრება.

ეგვიპტესა და რუსეთს შორის ჩარტერული ავიამიმოსვლა უკვე 6 წელია გაჩერებულია. 2015 წლის ივლისში ფრენები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულების საფუძველზე შეწყდა.