მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის მაღაროში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქება მაღაროში

რუსეთის ფედერაციის ბურიატიის რესპუბლიკაში, ოქროს მომპოვებელ მაღაროში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ iz.ru იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ონინსკის რაიონში მდებარე მაღაროში დაუდგენელი მიზეზით ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელსაც მადნის მოპოვების დროს იყენებენ. 10 ადამიანი დაშავდა, მათ მაღაროდან ამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხეს.

ინციდენტის გამოძიება იგეგმება.