მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინასთან დადებული შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ისევ დაარღვია

რუსეთმა უკრაინასთან დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ისევ დაარღვია

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ უგულებელყვეს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონბასში სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„კერძოდ, სოფელ კატერინოვკასთან არც ისე შორს, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი კვლავ გახსნეს. 3 მაისს დილის 07:00 საათისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა პესკის დასახლების მახლობლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგას აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასის ვითარების გამო შეხვედრა შესთავაზა, რაზედაც პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.

კიევმა მოსკოვი ომისთვის მზადებაში დაადანაშაულა, დასავლეთის ქვეყნები კი რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

ამავე თემაზე:

🔴 ზელენსკი პუტინთან შეხვედრისთვის ვატიკანს იდეალურ ადგილს უწოდებს

🔴 უკრაინამ ოდესიდან რუსეთის კონსული გააძევა