მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობი აქვს - ბაიდენი

ბაიდენი რუსეთზე

„რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობი აქვს, მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო სახიფათოა“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ბაიდენმა რუსეთი 2022 წლის აშშ-ის კონგრესის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

„პუტინი იმყოფება ეკონომიკის მწვერვალზე, მას აქვს ბირთვული იარაღი, ნავთობის ჭაბურღილები და მეტი არაფერი. პუტინმა იცის, რა არის მისი ნამდვილი პრობლემა და ეს მას უფრო საშიშს ხდის“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი კონგრესის არჩევნებზე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს.

„შეხედეთ რა დეზინფორმაცია ვრცელდება რუსეთში 2022 არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ ჰაკერული შეტევები ნამდვილი ომის საფრთხეს ქმნის.

„თუ დიდ ქვეყნებს შორის ნამდვილი ომი ატყდება, სროლით და სამხედრო მოქმედებებით, ეს შეიძლება ჰაკერული შეტევის გამო მოხდეს“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.