მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

ავიაკატასტროფა რუსეთში

რუსეთში თვითმფრინავის, „ან-26“ ის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელთანაც 22 სექტემბერს კავშირი გაწყდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ავიაკატასტროფა ხაბაროვსკის მახლობლად, ხეხცირის ნაკრძალის ტერიტორიაზე მოხდა. ჯერჯერობით თვითმფრინავთან მიახლოება ვერ ხერხდება. მისი ეკიპაჟის ბედი უცნობია.

„ან-26“ ის ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ის „ტექნიკურ ფრენას“ ახორციელებდა.

ანალოგიური ტიპის თვითმფრინავმა 2 თვის წინ კატასტროფა კამჩატკაზე განიცადა. მის ბორტზე მყოფი 28 ადამიანი დაიღუპა.