მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მლნ-ს აჭარბებს

რუსეთი კორონა

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული გამოცემა ria.ru ავრცელებს. 

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთში კოვიდინფექცია 23 610 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო დროის ამ მონაკვეთში ვირუსს კიდევ 463 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დამარცხება 1 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულია 56 მლნ-ზე მეტი ადამიანი. კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში გამოვლინდა. ვირუსმა მსოფლიოს 210-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.

კოვიდინფექციის გავრცელების კუთხით რუსეთის ფედერაცია მეხუთე პოზიციას იკავებს.

აგრეთვე, გაეცანით:

🔴 სიახლეები კორონავირუსზე - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა - 19 ნოემბერი

🔴 პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას