მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ნავალნის მეუღლე დააკავეს

იულია ნავალნაია დააკავეს

რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება. 

ოპოზიციონერის მეუღლე დიდი დმიტროვკის ქუჩაზე დააკავეს. შესაბამისი ფოტო ნავალნაიამ ინტერნეტში მაშინ დადო, როდესაც პოლიციელების სატვირთო მანქანაში. ე წ. "ავტოზაკში" იმყოფებოდა. „ბოდიში ფოტოს ხარისხისთვის, აქ ძალიან ბნელა" - დაწერა მან.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საერთო ჯაში რუსეთში 200-მდე ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.

ასევე წაიკითხეთ:

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

ნავალნის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეთა დაკავებას ჩხუბი მოჰყვა (ვიდეო)