მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

ალექსანდრე მურახოვსკი

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრ მურახოვსკი სანადიროდ წავიდა და გაუჩინარდა.

ამჟამად მურახოვსკი ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.

დაკარგულ ექიმს პოლიციასთან ერთად ადგილობრივები ეძებენ.

ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ექიმი უკვე 24 საათია, არავის უნახავს.

ინფორმაციისთვის მურახოვსკი იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, სადაც შარშან მოწამვლის ნიშნებით რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გადაიყვანეს. მურახოვსკი მაშინ კატეგორიულად უარყოფდა ვერსიას, რომ ნავალნი ნერვულ-პარალიტიკური შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.