მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები

რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, ირკუტსკის რეგიონში L-410 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ავიაკატასტროფაში ეკიპაჟის ორი წევრი და ორი მგზავრი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 12 ადამიანი. მათ შორის არასრულწლოვნები არ არიან. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.