რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში სამხედრო თვითმფრინავმა „სუ-34“-მა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავმა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა. პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ავიაგამანადგურებლის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.