რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში „ან-26“-ის ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ამის შესახებ BBC იუწყება.
თვითმფრინავის ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. ის „ტექნიკურ ფრენას“ აწარმოებდა.
„ან 26"-მა, სავარაუდოდ, კატასტროფა განიცადა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი მონაწილეობს. ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზად ცუდი ამინდი სახელდება.
ორი თვის წინ „ან 26-მა“ კატასტროფა კამჩატკაზე განიცადა. მის ბორტზე მყოფი 28 ადამიანი დაიღუპა.