მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ხორცკომბინატებზე კიბერშეტევა განახორციელეს

კიბერშეტევა აშშ-ის ხორცკომბინატებზე

ამერიკულმა კონცერნმა JBS-მა ცხრა ხორცკომბინატში ხორცის წარმოება შეაჩერა. ამის მიზეზი კომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევა გახდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

კიბერშეტევა JBS-ის აშშ-ის და ავსტრალიის კომპიუტერულ სისტემებს შეეხო. ეს კომპანია საქონლის ხორცით აშშ-ის ბაზრის მეოთხედს ამარაგებს. კიბერშეტევის გამო კლიენტებთან ტრანსაქციებში შეიძლება პრობლემები შეიქმნას. ჰაკერებმა ე.წ. გამოძალვის პროგრამა გამოიყენეს, როდესაც კომპიუტერების ბლოკირება ხდება და მათზე წვდომას თავდამსხმელები გამოსასყიდის მიღების შემდეგ აბრუნებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ხორცის წარმოების მხრივ პრობლემები გაგრძელდება, ამას შეიძლება აშშ-ში ხორცპროდუქტების დეფიციტი ან მისი გაძვირება მოჰყვეს. კომპანია JBS-ს დახმარება თეთრმა სახლმა აღუთქვა, რომლის განცხადებით, კიბერშეტევა რუსეთთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს.

დაახლოებით ერთი თვის წინ რუსი ჰაკერების კიბერშეტევის ობიექტი Colonial Pipeline გახდა, რის გამო აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებში ბენზინის მიწოდების სერიოზული მხრივ პრობლემები შეიქმნა.