მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა სამხედროებმა ბრიტანული ხომალდის მახლობლად გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს

ინციდენტი შავ ზღვაში

რუსმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბრიტანული საესკადრო ნაღმოსნის მახლობლად, გაფრთხილების მიზნით ოთხი ბომბი ჩამოაგდეს. ინციდენტი შავ ზღვაში, ყირიმის სიახლოვეს მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც რუსი სამხედროები იუწყებიან, ბრიტანული ხომალდი „დეფენდერი“ ყირიმის მახლობლად გადაადგილდებოდა, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელი მეზღვაურები რუსების მხრიდან იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

ამის შემდეგ ხომალდმა კურსი შეიცვალა და ოკუპირებული ყირიმის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. მომხდართან დაკავშირებით რუსეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ცნობისთვის, 28 ივნისიდან 10 ივლისამდე შავ ზღვაში უკრაინის და ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი წვრთნები Sea Breeze გაიმართება.