მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ციხეში საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს“ - უკრაინელი პოლიტიკოსი

„სააკაშვილი ციხეში, საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს“

უკრაინელი პოლიტიკოსი ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზები უნდა მოიძებნოს და მისი ყოფნა გისოსებს მიღმა უსამართლოა.

„სააკაშვილი საქართველოსთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ისტორიული ფიგურაა, რომელმაც განახორციელა რეფორმები, საფუძვლიანად შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ამ გზაზე მიხეილმა არაერთი შეცდომა დაუშვა. მაგრამ არ ცდება ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ყოფნა გისოსებს მიღმა არასწორი და უსამართლოა. უნდა მოიძებნოს სამართლებრივი გზები, რომ ის გათავისუფლდეს.

თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას“, - წერს ვიტალი კლიჩკო.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია