მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

ანატოლი ოქტოსიუკი

სააკაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს წამლავდა და ამას განაგრძობს. ექსპერტის აზრით, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური ცენტრის, Democracy House-ის ექსპერტმა ანატოლი ოქტისიუკმა განაცხადა. ინფორმაციას telegraf.com.ua იუწყება.

ექსპერტის აზრით, სააკაშვილი როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის მიმართ „ეგოისტურად იქცევა“. „უკრაინა ამ ადამიანს არ უნდა ეხმარებოდეს. მისი ინტრიგნობა, პოპულიზმი და აფერისტობა ჩვენ არანაირად არ გამოგვადგა. ის საქართველოსთან ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს დიდ ზიანს აყენებდა“.

ექსპერტის განცხადებით, სააკაშვილი საქართველოში როგორც უკრაინის, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩავიდა.

„ლეგალურად მას არც უკრაინის, არც საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია. ეს დაცინვით დამოკიდებულებაა ყველა ნორმის და წესის მიმართ. მან ერთხელ ეს უკვე გააკეთა, როდესაც პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გარღვევას ცდილობდა. სააკაშვილი ინტრიგანია და მისი მოქმედება მხოლოდ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს და ძალაუფლებისთვის ბრძოლას შეესაბამება. ის საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ინსპირირებას და საკუთარი მიზნებისთვის ამ საკითხის გამოყენებას ცდილობს“, - მიაჩნია ექსპერტს.

ოქტისიუკის განცხადებით, ძალზე სახიფათოა, როდესაც სააკაშვილი უკრაინას საკუთარი ტაქტიკური ამოცანების გადასაჭრელად იყენებს.

„ფაქტობრივად, ის დღეს საქართველოს საშინაო საქმეებში უკრაინის ხელისუფლების, მთელი ქვეყნის ჩათრევას ცდილობს. სააკაშვილი ორ სკამზე ზის - ნაწილობრივ უკრაინაში, ნაწილობრივ საქართველოში. ახლა მან აჩვენა, რომელი ქვეყანაა მისთვის პრიორიტეტული. სააკაშვილის მიერ უკრაინელი ხალხის გასულელების პროცესს საბოლოოდ წერილი დაესვა. უკრაინაში ის უბრალოდ გასტროლებზე იმყოფებოდა და იქ მქონე ფორმალურ - არაფორმალურ კავშირებს ინტიმური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა“, - ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ სიტუაციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს.

„თუ ზელენსკი სააკაშვილს დაიცავს ან მის გათავისუფლებას მოითხოვს, ეს ძალზე ბრიყვული ნაბიჯი იქნება. ჩვენ სხვა ქვეყნის საქმეებში ვიქნებით ჩათრეულები, ზიანს მივაყენებთ საკუთარ ინტერესებს რეგიონში და საქართველოსთან ურთიერთობებს. რაც საქართველოში ხდება, საქართველოში უნდა გადაწყდეს, საქართველოს კანონმდებლობით“, - განაცხადა ოკტიციუკმა.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია. გვიან ღამით მასთან უფლებადამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პოლიტმატიმარია და შიმშილობას აცხადებს.

2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

იხილეთ ასევე:

🔴 ე.წ. სამხრეთ ოსეთი სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „ჩვენი მოქალაქე სააკაშვილი უნდა წავიყვანოთ“ - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი