მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთში 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

სიცხე

ბოლო 30 წლის განმავლობაში საბერძნეთში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 45 ° C-ს მიაღწია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სიცხის გამო გაჩნდა რამდენიმე ხანძრის კერაც. მაღალი ტემპერატურის გამო ტურისტებისთვის დღის პირველ ნახევარში არქეოლოგიური ძეგლი აკროპოლისი დაიხურა.

საბერძნეთის ხელისუფლება მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისაკენ მოუწოდებს.

„ჩვენ 1987 წლის შემდეგ ყველაზე საშინელი სიცხის წინაშე ვართ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

ის აღნიშნავს, რომ ამ კვირაში მოსალოდნელია სიცხის პიკი. მიცოტაკისმა დასძინა, რომ ხელისუფლება „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაუმკლავდეს შექმნილ სიტუაციას“ და მოსახლეობას მოუწოდა შეზღუდონ გადაადგილება განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარსა და ღამის საათებში.