მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის აქციაზე შეტაკება მოხდა

საბერძნეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის აქციაზე შეტაკება მოხდა

საბერძნეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

შეტაკება ათენში, სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაიწყო. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ოთხი ათასზე მეტი ადამიანი, მიმდინარე თვეს უკვე მესამედ შეიკრიბა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად.

პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რის გამოც პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც პროტესტი მოჰყვა.